არჩევნები 2018

ჯაფარიძე ეგზიტპოლებზე: ნებისმიერ შემთხვევაში, გირჩისთვის სერიოზული შედეგია

ნებისმიერ შემთხვევაში, რაც გვითხრეს ახლა, რა შედეგებიც გვითხრეს, საუბარი არის ათობით ათას ადამიანზე, რომელიც აღმოჩნდა გირჩის მხარდამჭერი. შეიძლება, მოლოდინი იყო რაღაც 20-25%-ზე, მაგრამ რეალურად, ჩემთვის ესეც სერიოზული შედეგია... მგონია, რომ ჩვენი შედეგი შეიძლება კიდევ აიწიოს, რავი, მე ნებისმიერ შემთხვევაში, მგონია, რომ გირჩისთვის სერიოზული შედეგია, მართლა, მაგრამ მგონია, რომ შეიძლება კიდევ მეტი გვქონდეს

გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ეგზიტპოლების შედეგებზე. ქართული ოცნების დაკვეთით, ფსიქომეტრის ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, ჯაფარიძეს - 2% აქვს, ხოლო რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად - 3%.

კომენტარები