არჩევნები 2018

უდუმაშვილი: არ მივცემთ არავის საშუალებას, რომ თქვენი ხმები მოიპაროს და გააყალბოს

საარჩევნო უბნის დახურვამდე ზუსტად საათ ნახევარია დარჩენილი, თუცა ყველა ამ დრომდე არსებული მონაცემებით, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე გამარჯვებულია და ჩვენ ამ გამარჯვებას ბოლომდე დავიცავთ. ბუნებრივია, რომ აგონიაში მყოფი ხელისუფლება შეეცდება მანიპულაციებით კორექტივები შეიტანოს არჩევნების შედეგებზე, თუმცა მერწმუნეთ, რომ არ მივცემთ არავის საშუალებას, რომ თქვენი ხმები მოიპაროს და გააყალბოს. ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ საარჩევნო უბნებზე, ძალიან მოტივირებულები არიან ჩვენი წარმომადგენლები უბნებზე და ამ გამარჯვებას ისინი ბოლომდე მიიტანენ და 8 საათამდე დაიცავენ თითოეულ ხმას რომელსაც მიიტანენ, რომელიც დღეს თქვენ მიეცით საარჩევნიო უბნებზე

ამის შესახებ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა, "ძალა ერთბაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნი შტაბში გამართულ ბრიფინგზე თქვა.

კომენტარები