ივანიშვილის ინტერვიუ

ჯანგირაშვილი ივანიშვილს: მირჩევნია რუსთავი 2-ის სატელიტი ვიყო, ვიდრე თქვენი ბუჩქი

ბატონო ბიძინი მირჩევნია რუსთავი2–ის სატელიტი ვიყო ვიდრე თქვენი ბუჩქი და როცა მოგეხურუშებათ მოვიდე, დაგიჯდეთ ცხვირწინ და თქვენს საცოდავ ჭორაობას ვუსმინო, რითიც აი უკვე თხუთმეტი წუთია ხართ დაკავებული...

ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ბიძინა ივანიშვილს პასუხობს. ივანიშვილმა თქვა, რომ "კავკასია რუსთავი 2-ის სატელიტად მთლიანად დაფიქსირდა". შეგახსენებთ რომ კავკასიიდან ივანიშვილის პრესკონფერენციაზე ჟურნალისტი არ მისულა, ჯანგირაშვილმა რამდენიმე მედიის წარმომადგენელთან ივანიშვილის შეხვედრას "გაუგებარი ფორმატის შეხვედრა" უწოდა.

კომენტარები