ივანიშვილის ინტერვიუ

ხაზარაძე ივანიშვილზე: ქარაქუცობა ნიშნავს, რომ საქმე არ გამოგდის, ასეთები თავისკენ მოიკითხოს

სწორი იქნება, რომ ქარაქუცა წევრები [ივანიშვილმა] თავის გარშემო მოიკითხოს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მაგ ეპითეტს არ ვიღებთ და საერთოდ, ქარაქუცობა ნიშნავს იმას, რომ საქმე არ გამოგდის და სწორედ ქართული ოცნებაა ის გუნდი, რომელსაც საქმე არ გამოუვიდა 9 წლის განმავლობაში. ვერანაირი საამაყო საქმე ვერ შექმნა, საამაყო, თითით საჩვენებელი, ამიტომ ეს ეპითეტი მათ უფრო მოუხდებათ...

ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ეხმაურება ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს, სადაც მან თქვა, რომ "ქართული საზოგადოება იმდენად მომწიფდა, რომ ქარაქუცა პარტიებით აღარ ჩაანაცვლებს ქართულ ოცნებას". 

კომენტარები