თბილისის ზოოპარკი

თბილისის ზოოპარკის ბინადარს, სპილო გრანდის, BBC-ის სერიალში გადაიღებენ

თბილისის ზოოპარკის ბინადარს, სპილო გრანდის, BBC-ის ახალ სერიალში გადაიღებენ.

გრანდიმ 4 წლის წინ ეშვის ამოღების რთული ოპერაცია გადაიტანა - "31 ოქტომბერს მას ისევ მოუწევს პაციენტის როლის მორგება. და არა მხოლოდ პაციენტის. ამჯერად ჩვენი სპილო BBC-ის სერიალის მთავარი გმირიც გახდება" - ნათვამია ზოოპარკის Facebook გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. მათი ინფორმაციით, სერიალის ერთი ეპიზოდი მთლიანად გრანდის მიეძღვნება.

ზოოპარკის ადმინისტრაციის ცნობით, BBC ცხოველების მოყვარულებს მორიგ სიურპრიზს სთავაზობს და ახალ სერიალს იღებს, სახელწოდებით Big Animal Surgery - "დიდი ცხოველების ოპერაციები". თითოეულ ეპიზოდში თითო ცხოველის ამბავს გვიამბობენ და გვიჩვენებენ, როგორ ატარებენ გამოცდილი ვეტექიმები უნიკალურ ოპერაციებს ცხოველების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესანარჩუნებლად.

კომენტარები