ქალი პრეზიდენტი

ეთიოპიაში პირველად პრეზიდენტი ქალი გახდა

AFP

ეთიოპიის პარლამენტმა ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი აირჩია.

საჰლე-ვორკ ზევდესი გამოცდილი დიპლომატია, იგი გაპრეზიდენტებამდე აფრიკულ კავშირში გაეროს წარმომადგენელი იყო.

ინაუგურაციისას ეთიოპიის ახალმა პრეზიდენტმა მშვიდობის შენარჩუნებასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ეთიოპიის პრემიერმინისტრმა ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ერთი კვირით ადრე მინისტრთა კაბინეტიც შეცვალა, რომელშიც ნახევარი ადგილი ქალებს უკავიათ.

კომენტარები