სასაცილოა, რომ ვიღაცამ რევანშისტობა დამაბრალოს იმიტომ, რომ მთელი ჩემი განვლილი გზა კომპრომისის ძებნა არის. ეს ჩემი პროფესიის შემადგენელი ნაწილია. აქედან გამომდინარეობს ის, რომ არავითარი, ასე ვთქვათ, კავკასიური შურისძიების გრძნობა ხელისუფლების მიმართ მე არ მამოქმედებს. აიღეთ ჩემი ინტერვიუები 2012 წლიდან 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. მანტრასავით ვიმეორებდი ერთ ფრაზას - არ მიმიცია ხმა, არ მომწონს, მაგრამ ჩემი ხელისუფლებაცაა და ძალიან გამიხარდება, თუ იქნება რაიმე მიღწევა. გავიდა ოთხი წელი, რომელიც მოპარეს ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს და მთლიანად საქართველოს. დადგა მოქმედების დრო.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
ვაშაძე: არავითარი კავკასიური შურისძიების გრძნობა ხელისუფლების მიმართ არ მამოქმედებს
tbl.ge/37dg
დაკოპირდა
პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელზე დებატისას ჟურნალისტიკის კითხვას რევანშისტული რიტორიკის შესახებ ასე უპასუხა.
ამავე თემაზე
- კალაძე: ვგრძნობ, თუ როგორი სიტუაციაა, სალომე ზურაბიშვილს აქვს შესაძლებლობა 57-58 %-ით მოიგოს
- რუსთავის მერიასთან საარჩევნო პარაკლისი აღავლინეს
- ნარმანია: არასოდეს დამიტოვებია გვარდია
- ბუღაძე: მთავარი ისაა, რომ ივანიშვილის უგვანი და სახიფათო აბსოლუტიზმი შემცირდეს
- ნოდია: "ცხრა წლის" დაბრუნება შეუძლებელია, ახლა მიშაც, ენმ-ც, კონსტიტუციაც და ქვეყანაც სხვაა