2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

ბუღაძე: მთავარი ისაა, რომ ივანიშვილის უგვანი და სახიფათო აბსოლუტიზმი შემცირდეს

უკაცრავად და, მგონი, გულისრევით მოგვიწევს არჩევნების მეორე ტურზე მისვლა, მაგრამ მაინც უნდა მივიდეთ... ასეთი ნევროტული და მორალურად თვითმგვემი არჩევნები იშვიათად გვქონია - ისევ ჩვენ, საწყალი ქართველი ხალხი რომ ვეძებთ გამოსავალს და ისევ და ისევ ჩვენ რომ ვაწყობთ გამოსავლის რაციონალურ კონსტრუქციებს, სადაც მთავარი ისაა, რომ ივანიშვილის უგვანი და სახიფათო აბსოლუტიზმი შემცირდეს როგორმე... საკუთარ თავს წესად ვუქციე ამ ავტოთერაპიული მანტრის გამოერება: "შენ წახვალ არჩევნებზე და ხმას მისცემ არა შემოთავაზებულ ულვაშებიან ეგზოტიკას, არამედ იმას, რომ იმორალურ ავტოკრატ-ოლიგარქს ძალაუფლების ერთი რგოლი მაინც გამოაცალო!

მწერალი ლაშა ბუღაძე საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ

კომენტარები