ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ჩუგოშვილი: ივანიშვილი აქტიურდება პოლიტიკურ პროცესებში, ეს ჩვენს გუნდსა და ქვეყანას სჭირდება

როდესაც ადამიანი, რომელიც ჟურნალისტად თავს მიიჩნევს, ინტერვიუზე მიდის პარტიული დღის წესრიგით და ერთადერთი ამოცანა აქვს, რომ რესპონდენტს არ აცალოს პასუხის გაცემა, ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. ინტერვიუში რამდენიმე რამ იყო მნიშვნელოვანი, პირველ რიგში, ის, რაც წინ გველის, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალიან აქტიურდება პოლიტიკურ პროცესებში და ეს ჩვენს გუნდს და ქვეყანას ძალიან სჭირდება. ის საუბრობდა სერიოზულ გეგმებზე და იმის ნაცლად, რომ ჟურნალისტებს ეკითხათ, რას გულისხმობდა ერთწლიან გეგმაში, ვიხილეთ პარტიული დღის წესრიგის ფრიალი. მან ისაუბრა მართვის ეფექტიანობაზე და მისი აქტიური მონაწილეობა ამ პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი.

პირველი არხის ინფორმაციით, თქვა თამარ ჩუგოშვილმა, მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუს შესახებ.

კომენტარები