დისნეი

"მძინარე მზეთუნახავის" ვიდეო, სადაც პრინცი მძინარე პრინცესას სექსუალურად ავიწროებს

არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International-მა სხვადასხვა მსახიობების მსგავსად, დისნეი გააკრიტიკა ფილმებში ანტი-ფემინისტური შინაარსის გამო და "მძინარე მზეთუნახავის" შემოკლებული ვერსია გამოუშვა.

"მძინარე მზეთუნახავის" ახალ ვერსიაში პრინცი მძინარე პრინცესას უახლოვდება და სექსუალურად ავიწროვებს - მძინარეს კოცნის, შემდეგ კი მას ხელს უთათუნებს. ეს ერთ წუთიანი მუტფილმის ვერსია ერთდროულად "მძინარე მზეთუნახავისა" და "ფიფქიას" გაშარჟებაა.

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=65&v=QJTqpydWFNA]

"არ გქონდეს სექსი ორმხრივი თანხმობის გარეშე" - არის ვიდეოს მთავარი აზრი.

დისნეი რამდენიმე დღის წინ გააკრიტიკა მსახიობმა კირა ნაითლიმაც. მისი თქმით, ის თავის ქალიშვილს დისნეის ზოგიერთ ფილმს არ აყურებინებს, რადგან იქ წარმოდგენილ ქალებს არ ეთანხმება.

კომენტარები