დისნეი

10 ფაქტი დისნეის ანიმაციების შესახებ, რომელიც შესაძლოა, არ იცოდით

Youtube

წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს კინოსტუდია Disney-ის ანიმაციების შესახებ, რომელიც შესაძლოა, აქამდე არ იცოდით.

"ფიფქიასთვის" უოლტ დისნეიმ სპეციალურად დამზადებული ერთი დიდი და 7 პატარა ოსკარის ქანდაკება მიიღო

მულანი დისნეის პირველი პრინცესა იყო, რომელიც ანიმაციაში ადამიანებს ხოცავდა

პოკაჰონტასი დისნეის პირველი პრინცესაა, რომელსაც ტატუ აქვს

ორი ლეგენდარული ფრენჩაიზის - დისნეისა და Looney Tunes-ის მთავარი პერსონაჟები, მიკი მაუსი და ბაგს ბანი, ეკრანზე ერთადერთხელ, ფილმ Who Framed Roger Rabbit-ის სცენაში გადაიკვეთნენ

პირველ ანიმაციაში მიკი მაუსს ხელთათმანები არ ეკეთა

ვუდის გვარი აქვს, მისი სრული სახელია ვუდი პრაიდი

ქვირითს თუ ჩავთვლით Finding Nemo-ში 400 სიკვდილია ნაჩვენები

"ტარზანის" გადამღები ჯგუფი აფრიკის საფარის ეწვია, რათა მიღებული ცოდნა ანიმაციაზე მუშაობისას გამოეყენებინა

გამოღვიძების შემდეგ მძინარე მზეთუნახავი არც ერთ სცენაში არ ლაპარაკობს

"გაყინული" პირველი დისნეის სრულმეტრაჟიანი ანიმაციია, რომელიც ქალმა რეჟისორმა გადაიღო

კომენტარები