დისნეი

დისნეის ბოროტმოქმედის პრეისტორია - CRUELLA-ს ტრეილერი გამოვიდა

კინოსტუდია დისნეიმ 101 დალმატინელის ბოროტმოქმედის, კრუელა დე ვილის შესახებ გადაღებული ახალი ფილმის, Cruella-ს ტრეილერი გამოაქვეყნა.

მთავარ გმირს ემა სტოუნი თამაშობს. სურათი I, Tonya-ს რეჟისორმა კრეიგ ჯილესპიმ გადაიღო. ფილმში ერთ-ერთ როლს გლენ კლოუზი ასრულებს, რომელსაც კრუელა დე ვილი ძველ ეკრანიზაციაში ჰყავს განსახიერებული.

კრუელა დე ვილი 1956 წელს გამოცემული, დოდი სმიტის საბავშვო წიგნის "101 დალმაციელის" ბოროტმოქმედია, რომელსაც მეგობრების დალმაციელების ლეკვებისგან ქურქის შეკერვა აქვს განზრახული. 1961 წელს რომანის მიხედვით შექმნილი პირველი ანიმაცია გამოვიდა.

მომავალი ფილმის სიუჟეტი "101 დალმაციელში" მომხდარ ამბებამდე გაცილებით ადრე, კრუელა დე ვილის ახალგაზრდობაში ხდება. 

Cruella ეკრანზე და სტრიმინგსერვის Disney+-ზე მიმდინარე წლის მაისში გამოვა.

კომენტარები