ავტოავარია

სოფელ ზვარეში ავარიის შედეგად სატვირთოს მძღოლი გარდაიცვალა

flickr

ხარაგაულში, სოფელ ზვარეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სატვირთოს მძღოლი გარდაიცვალა.

შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა, რასაც სატვირთოს მძღოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

უწყების ინფორმაციით, სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება - ადგილზე მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი.

კომენტარები