ბრეტ კავანო

აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბრეტ კავანო რიტუალის დროს დაწყევლეს

აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ბრეტ კავანო რიტუალის დროს დაწყევლეს. ამის შესახებ BBC წერს. 

რიტუალი, ნიუ-იორკში სპირიტუალური წიგნების მაღაზია Catland Books-ში ჩაატარეს. მისი ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს "წინააღმდეგობის აქტია". 

კათოლიკე მღვდლის და ეგზორცისტის, გარი ტომასის თქმით, მან ქვეყანაში სამართლიანობის აღსადგენად სხვადასხვა შელოცვა წაიკითხა.

მაღაზიის ფლობელმა რიტუალის დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა თქვა, რომ ის ეშმაკის გამოსააშკარავებლად ჩატარდა.

ორგანიატორების თქმით, რიტუალით კავანოს ზიანი მიაყენეს. შელოცვის ამოქმედების დროს ზუსტად ვერ ასახელებენ, თუმცა ამბობენ რომ ეს "რაც შეიძლება მალე" მოხდება. 

რიტუალს უამრავი ადამიანი ესწრებოდა და ის ინტერნეტით პირდაპირ ეთერშიც მალე გავრცელდა. 

აშშ-ს სენატმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კანდიდატი, ბრეტ კავანო, უზენაესი სასამართლოდ მოსამართლედ 7 ოქტომბერს დაამტკიცა. კავანოს სექსუალურ შევიწროებაში და გაუპატიურების მცდელობაში სამი ქალი ადანაშაულებდა, მისმა კანდიდატურამ საზოგადოების პოლარიზაცია გამოიწვია. 

კომენტარები