ბრეტ კავანო

ბრეტ კავანო აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცეს

ბრეტ კავანო

აშშ-ს სენატმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კანდიდატი, ბრეტ კავანო, უზენაესი სასამართლოდ მოსამართლედ დაამტკიცა. კავანოს სექსუალურ შევიწროებაში და გაუპატიურების მცდელობაში სამი ქალი ადანაშაულებდა, მისმა კანდიდატურამ საზოგადოების პოლარიზაცია გამოიწვია. 

პროფესორმა კრისტინა ფორდმა, რომელიც კავანოს 1980-იან წლებში, როდესაც ის 15, ხოლო კავანო 17 წლის იყო, მასზე სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა, სენატის იურიდიულ კომიტეტს ჩვენება მისცა, ისევე როგორც თავად კავანომ. გამოძიებათა ფედერალურმა ბიურომ კავანოს კურსელები გამოკითხა და სენატს ანგარიში გადასცა. 

სესიაზე, რომელიც გარეთ მიმდინარე პროტესტის გამო რამდენიმეჯერ შეწყდა, საბოლოოდ კავანოს კანდიდატურა 50 ხმით 48-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს. უზენაესი სასამართლო 9 მოსამართლისგან შედგება, რომლებსაც უვადოდ ამტკიცებენ.

კომენტარები