ხორავას ქუჩის საქმე

სარალიძე: ფარულმა ჩანაწერმა დაამტკიცა კიდევ ერთხელ, რომ ზაზა სარალიძე არასდროს არ იტყუებოდა

ერთი წელი კი არ უნდა მოუწიოს ციხეში ყოფნა მირზა სუბელიანს, მთელი ოჯახიანად უნდა მოუწიოს სამუდამოდ ციხეში ყოფნა. დაამტკიცა კიდევ ერთხელ, რომ ზაზა სარალიძე არასდროს არ იტყუებოდა და არასდროს არ ვიძახოდით ჩვენ ტყუილს, რომ კომპრომატები ჰქონდა რაღაც მირზა სუბელიანს, რომლითაც აშანტაჟებდა ხელისუფლებას.

ქვეყნისთვის კეთილი საქმე გავაკეთეო, ქვეყნისთვის კი არ გააკეთა კეთილი საქმე, "ქართული ოცნებისთვის“ გააკეთა მაგ ნაძირალამ. მთელი ხელისუფლება არის მკვლელებით დაკომპლექტებული

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ მირზა სუბელიანი 1 წლით პატიმრობაზე ხელისუფლებასთან გარიგებაზე საუბრობს. ფარულ ჩანაწერში სუბელიანი ამბობს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ კომპრომატები აქვს.

კომენტარები