აშშ-თურქეთი

თურქეთმა ანკარაში აშშ-ის ახალი საელჩოს ქუჩას მალკოლმ იქსის ხეივანი დაარქვა

მალკოლმ იქსი
Getty Images

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ქუჩას, რომელზეც აშშ-ის ახალი საელჩო შენდება ამერიკელი მუსლიმი მოძღვრის და აქტივისტის, მალკოლმ იქსის ხეივანი დაარქვა.

"ჩვენ მის სახლეს ანკარაში ვაცოცხლებთ." თქვა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. გასულ თვეს ნიუ იორკში ვიზიტისას ის მალკოლმ იქსის ქალიშვილსაც შეხვდა. აშშ-ის ახალი საელჩოს მშენებლობის დასრულება 2020 წლისთვის არის დაგეგმილი.

მიმდინარე წლის თებერვალში თურქეთმა სახელი შეუცვალა იმ ქუჩასაც, რომელზეც აშშ-ის საელჩო ამჟამად მდებარეობს და ზეთისხილის რტო დაარქვა. ოპერაცია "ზეთისხილის რტო" თურქეთმა სირიის საზღვარზე ტერორისტებთან საბრძოლველად შეიმუშავა. ოპერაციის ძირითად სამიზნეს სირიის დემოკრატიულ ძალებში შემავალ ქურთისტანის სახალხო დაცვის შენაერთები წარმოადგენდნენ, რომელთაც აშშ მხარს უჭერდა, თუმცა თურქეთი ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) სირიულ ფრთად და შესაბამისად ტერორისტულ დაჯგუფებად განიხილავდა.

ამჯერად გადაწყვეტილება თურქეთის მიერ ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრანსონის გათავისუფლებას მოჰყვა. ბრანსონის დაკავებამ აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობების დაძაბვა და სანქციების დაწესება გამოიწვია.

დონალდ ტრამპმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ეს უზარმაზარი ნაბიჯია თურქეთთან შესანიშნავი ურთიერთობის დამყარებისაკენ.

ტრამპმა ასევე უარყო რაიმე შეთანხმების არსებობა თურქეთთან პასტორის გათავისუფლების თაობაზე, თუმცა თქვა, რომ აშშ თურქეთისათვის დაწესებულ მკაცრ სანქციებს გადახედავს.

კომენტარები