რამდენიმე დღის წინ Facebook-ში მომხმარებელმა გიორგი ბერეჟიანმა ვიდეო გაავრცელა, სადაც ის რუსთაველის გამზირზე სამი წლის წინ დაკარგული ძაღლის სანახავად მიდის.
ვიდეოში ჩანს, რომ მას შემდეგ რაც გიორგი ბერეჟიანი ძაღლს სახელს "ჟორჟიკას" ეძახის, ცხოველი ცნობს პატრონს და სამი წლის შემდეგ მათ საკმაოდ ემოციური შეხვედრა აქვთ.
გიორგი ბერეჟიანმა მეორე ვიდეოც გაავრცელა, რომელშიც ძაღლი "ჟორჟიკა" იმ ეზოში ბრუნდება, სადაც სამი წლის წინ ცხოვრობდა.