აშშ-თურქეთი

გავრცელებული ცნობით, აშშ და თურქეთი ენდრიუ ბრანსონის გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ

პასტორი ენდრიუ ბრანსონი
Getty Images

ამერიკულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-მა და თურქეთმა დაკავებული ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრანსონის გათავისუფლების თაობაზე შეთანხმებას მიაღწეის.

საიდუმლო შეთანხმების პირობების მიხედვით, სანაცვლოდ აშშ თურქეთს დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს მოუხსნის.

ამ ცნობას მედია ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრანსონის გათავისუფლებას სასამართლო პროცესის შემდეგ ელიან, რომელიც 12 ოქტომბერსაა ჩანიშნული. შეთანხმებას, არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა თურქეთის წარმომადგენლებთან გასულ თვეს გამართული შეხვედრებისას მიაღწეის.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელ პასტორს ენდრიუ ბრანსონს თურქეთი ტერორიზმის და გიულენის მოძრაობასან კავშირის ბრალდებით ასამართლებს. 21 თვიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლომ მას შინაპატიმრობა მიუსაჯა. ბრანსონი თურქეთში 20 წელის მანძილზე მოღვაწეობდა. ის ბრალდებებს უარყოფს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 35 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ თურქეთს სანქციები დაუწესა.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის ეკონომიკაზე თავდასხმა მის დროშაზე ან ისლამში ლოცვისაკენ მოწოდება თავდასხმას შეადარა და თქვა, რომ თქვა, რომ თურქეთი ეკონომიკურ ზეწოლას არ შეუშინდებოდა.

კომენტარები