კვირას, გორის "დილასა" და ქუთაისის "ტორპედოს" მატჩში მინდორზე ძაღლი შეიპარა. ფეხბურთელები და მატჩის მომსახურე პერსონალის წევრები მოედნის მიღმა მის გაყვანას დიდ ხანს ცდილობდნენ. ეს კურიოზული შემთხვევა BBC-ს არ გამოპარვია.
"საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურის ცენტრალურ მატჩში, მოედანზე მხიარული ძაღლი შევარდა, დარბოდა და "ტორპედოს" მეკარეს მუცლის მოფხანვას სთხოვდა", - წერს BBC.
"დილასა" და "ტორპედოს" მატჩი უგოლოდ - 0:0 დასრულდა.