საქართველოს პარლამენტი

"ოცნებიდან" გარიცხული დავით ჭიჭინაძე "დროებით" ფრაქცია "პატრიოტების" წევრი ხდება

პარლამენტი

დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ფრაქცია "პატრიოტებს" უერთდება. ჭიჭინაძის თქმით, "პატრიოტებში“ მხოლოდ იმიტომ წევრიანდება, რომ ირმა ინაშვილს ფრაქცია არ დაეშალოს.

"მათი თხოვნა იყო, რომ ფრაქცია შეივსოს იქამდე, ვიდრე სხვა რომელიმე დეპუტატს მოელაპარაკებიან. იმისათვის, რომ ფრაქციის ინიციატივები და ტრიბუნა არ გაუქმებულიყო, ფრაქციის წევრი მანამდე ვიქნები, ვიდრე სხვას მოელაპარაკებიან. თუმცა ისევ დამოუკიდებელ დეპუტატად ვრჩები“, - უთხრა ჭიჭინაძემ პირველ არხს.

მას შემდეგ, რაც დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ პატრიოტთა ალიანსი დატოვა, ფრაქცია დაშლის საფრთხის წინაშე დადგა. მაშინ დეპუტატი ადა მარშანია ამბობდა, რომ თანამშრომლობის შესაძლებლობას მხოლოდ ქართულ ოცნებასთან განიხილავდნენ. 

დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე 19 სექტემბრამდე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი იყო. ის "ქართული ოცნების“ სამდივნომ პარტიიდან ზაფხულში გარიცხა.

კომენტარები