ცნობილი ადამიანები

ნიკოლას ქეიჯს ყოფილი მეგობარი გოგო ძალადობაში ადანაშაულებს

ჰოლივუდის ვარსკვლავს, ნიკოლას ქეიჯს, მისი ყოფილი მეგობარი გოგო, ვიკი პარკი ძალადობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ Independent-ი წერს. 

პარკმა მსახიობის და მისი ყოფილი ცოლის ელის კიმის წინააღმდეგ სასამრთლოში სარჩელი შეიტანა სადაც ამბობს, რომ ქეიჯზე ყოფილი ცოლი ზეგავლენას ახდენდა და უბიძგებდა, რომ მის მიმართ აგრესიული ყოფილიყო. 

პარკი ამბობს, რომ ქეიჯმა ის ორჯერ სექსუალურად შეავიწროვა. ქალი დეტალებზე არ საუბრობს. თუმცა იხსენებს რომ პირველი შემთხვევა 20 სექტემბერს, ვენის კინოფესტივალზე მოხდა, სადაც მსახიობი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო, დეპრესიაში და ნერვული აშლილობის ზღვარზე. 4 დღეში კი, ლონდონში იგივე განმეორდა. 

პარკმა, ქეიჯის ყოფილი ცოლი ელის კიმი სოციალურ ქსელებში დევნაშიც დაადანაშაულა და ამის მიზეზად ეჭვიანობა დაასახელა. 

ქალი ითხოვს რომ კიმს მასთან მიახლოება და კონტაქტი აუკრძალონ. 

თავის მხრივ ნიკოლას ქეიჯი და ელის კიმი ბრალდებებს უარყოფენ და მას აბსურდულს უწოდებენ

ნიკოლასი და ელისი 2004 წელს დაქორწინდნენ და 2016 წელს დაშორდნენ, თუმცა მათი განქორწინების პროცესი ჯერ არ დასრულებულა. 

კომენტარები