კრიმინალი

შსს: რუსთაველის ქუჩაზე ორმა პირმა მოქალაქეებს მოპედები წაართვა

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1 ოქტომბერს, რუსთაველი გამზირზე, ორმა პირმა მოქალაქეებს მოპედები წაართვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

უწყებაში ამბობენ, რომ დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა და 18 წლის, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ო.მ. ძარცვის ბრალდებით დააკავეს, 17 წლის თ.ხ. კი ამავე დანაშაულში ამხილეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ორ მოქალაქეს მოპედები წაართვეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ნაძარცვი სატრანსპორტო საშუალებები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს", - აღნიშნავენ უწყებაში.

გამოძიება ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები