საუდის არაბეთი

საუდის არაბეთში ქალი ბანკის მმართველად პირველად დაინიშნა

bbc

საუდის არაბეთში ქალი ბანკის მმართველად პირველად დაინიშნა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ლუბნა ალ ოლაინი ორი ბანკის Saudi British Bank (SABB) და  Alawwal Bank  გაერთიანების შედეგად შექმნილ ახალ ბანკს უხელმძღვანელებს.

ბანკი, რომელსაც ოლაინი მართავს, სიდიდით ქვეყანაში მესამე ბანკია. მისი კაპიტალი დაახლოებით 17.2 მილიარდი დოლარია.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს Forbes-მა ლუბნა ალ ოლაინი შუა აღმოსავლეთის ყველაზე გავლენიანი ქალების სიაში დაასახელა.

კომენტარები