ძალადობა

მშობლების მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფაში ბრალდებულს პატიმრობა 1 წლით მიესაჯა

საია

თბილისის საქალაქო სასამართლომ მშობლების მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და მას 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. .

"სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 15 ივლისს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კ.კ.-მ მშობლების მიმართ იძალადა, რა დროსაც მამას - რ.კ.-ს და დედას - ე.კ.-ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი.

სამართალდამცველებმა კ.კ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება 11',126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით [ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი პირის მიმართ] წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახითპატიმრობა შეეფარდა"- წერია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები