დისნეი

Lilo & Stitch-ის მიხედვით, დისნეი ფილმს გადაიღებს

დისნეი მულტფილმის "ლილო და სტიჩის" მიხედვით სრულმეტრაჟიან ფილმს გადაიღებს. ამის შესახებ Hollywoodreporter წერს

ჯერჯერობით მსახიობების და რეჟისორის ვინაობა უცნობია. 

მულტფილმი 2002 წელს გამოვიდა ეკრანებზე. მეამბოხე ლილოს და უცხოპლანეტელი, ბრაზიანი სტიჩის მეგობრობის ამბავი მალევე გახდა პოპულარული და ანიმაციის შემოსავალმა 271 მილიონ დოლარს გადააჭარბა. 

მისი რეჟისორები დინ დებლუა და კრის სანდერსი არიან. მათი ნამუშაევარია ასევე მულტფილმი "როგორ მოვარჯულოთ დრაკონი" . 

კომენტარები