UEFA-ს ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგა - ჰეთ-თრიქები, ნოიერის უცნაური სეივი და "რეალის" სენსაცია (VIDEO)

Zimbio.com

სამშაბათს უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის რამდენიმე მატჩი ჩატარდა. ტურინის "იუვენტუსმა" "იანგ ბოიზი" მიიღო და 3:0 გაიმარჯვა. განსაკუთრებული მატჩი ჰქონდა არგენტინელ პაულო დიბალას, რომელმაც შვეიცარიელებს ჰეთ-თრიქი "შეუსრულა".

"რომასა" და "პლზენის" მატჩში, ჰეთ-თრიქით გამოირჩა ედინ ჯეკოც, მისმა გუნდმა კი, ჩეხური კლუბი 5:0 დაამარცხა. 

მეკარეებს შორის ფეხით თამაშით ყოველთვის გამორჩეული იყო გერმანელი გოლკიპერი მანუელ ნოიერიც. მიუნხენის "ბაიერნისა" და ამსტერდამის "აიაქსის" მატჩი 1:1 დასრულდა, ერთ-ერთი გამორჩეული ეპიზოდი კი, ნოიერის მიერ ფეხით მოგერიებული ბურთი იყო.

დღის სენსაცია შედგა მოსკოვში, სადაც ცსკა-მ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული მადრიდის "რეალი" 1:0 დაამარცხა. 

 

კომენტარები