UEFA-ს ჩემპიონთა ლიგა

როგორ აღნიშნა ტრავმირებულმა ნეიმარმა პსჟ-ს გამარჯვება მანჩესტერთან (ვიდეო)

პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავი ნეიმარი ტრავმის გამო თავის გუნდს მანჩესტერ იუნაიტედთან ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში ვერ დაეხმარა. 27 წლის ბრაზილიელმა "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ შეხვედრას მეგობრებთან ერთად უყურა და გოლებიც ემოციურად აღნიშნა.

პსჟ-მ მანჩესტერი 2:0 დაამარცხა და 1/4-ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. სავარაუდოდ, ნეიმარი მოედანს აპრილის შუა რიცხვებში დაუბრუნდება.

კომენტარები