ნობელის პრემია 2018

ფიზიოლოგიის ან მედიცინის დარგში ნობელის პრემია კიბოს მკვლევრებს გადაეცათ

2018 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიის ან მედიცინის დარგში ჯეიმს ალისონს და ტასუკო ჰონჯოს "უარყოფითი იმუნური რეგულაციის მეშვეობით კიბოს თერაპიის აღმოჩენისთვის" გადაეცათ. 

ჯეიმს ალისონი ტეხასის უნივერსიტეტის იმუნოლოგიის განყოფილების თავჯდომარეა, მან თავისი კარიერა კიბოს იმუნოთერაპიის სტრატეგიების შემუშავებას მიუძღვნა.

ტასუკო მონჯო კიოტოს უნივერსიტეტის იმუნოლოგიის და გენომური მედიცინის პროფესორია.

"მათი შრომები წარმოადგენს გარდამტეხ მომენტს კიბოსთან ბრძოლაში"- დაწერა შვედეთის აკადემიამ Twitter-ზე.

შარშანდელი პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში სამ ამერიკელ მეცნიერს, ჯეფრი ჰოლს, მაიკლ როსბაშს და მაიკლ იანგს ორგანიზმის შინაგანი საათის, ცირკადული რიტმის მოლეკულური მექანიზმების შესწავლაში გადაეცათ.

წელს შვედეთის აკადემია არ გასცემს პრემიას ლიტერატურის დარგში. აკადემიის გადაწყვეტილება გაუპატიურებაში და სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული ფოტოგრაფის, ჟან კლოდ არნოს ირგვლივ აგორებულ სკანდალს უკავშირდება. არნო და მისი ცოლი, აკადემიის წევრი, კატარინა ფროსტენსონი შვედეთის აკადემიისგან დაფინანსებას იღებდნენ. სკანდალის შემდეგ თანამდებობა აკადემიის ექვსმა წევრმა დატოვა. 

კომენტარები