უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

საპატრიარქო თანაბრად მიღებლად მიიჩნევს პატრიარქ კირილისა და ბართლომეს განკითხვას

პატრიარქი კირილი და პატრიარქი ბართლომე

საქართველოს საპატრიარქო გმობს როგორც კონსტანტინოპოლის, ისე მოსკოვის პატრიარქის "განკითხვას". ამის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაში ვკითხულობთ:

"პრესასა და მედიაში სასულიერო პირთაგან ადრეც და ახლაც გაჟღერდა მსოფლიო პატრიარქისა და რუსეთის ეკლესიის მეთაურის მიმართ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი გამონათქვამები. ეს არის შეუფერებელი და ყოვლად მიუღებელი ქმედება.

დღეს მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარე რთული პროცესები შეიძლება იწვევდეს სხვადასხვა პოზიციის მქონე მოძღვრების (ან მორწმუნეთა) მკვეთრ ემოციებს, მაგრამ  ემოციების აგრესიული ფორმით გამოხატვა და იერარქთა განკითხვა, მითუმეტეს საჯარო სივრცეში, დაუშვებელია და ამის ჩამდენთ პასუხი მოეთხოვებათ", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები