ცნობილი ადამიანები

რიანა ბარბადოსის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გახდა

პოპვარსკვლავი რიანა ბარბადოსის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გახდა. მომღერალი განათლების, ტურიზმისა და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბარბადოსის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ქვეყნის პრემიერმინისტრმა მია ამარ მოტლიმ თქვა, რომ ეს ბარბადოსისთვის დიდი პატივია, რადგან რიანამ ქვეყნის პოპულარიზაციისთვის ბევრი რამ გააკეთა. 

"რიანას ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა. ის ფილანტროპია განსაკუთრებით განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში. ის პატრიოტიცაა, რადგან ქვეყნის კეთილდღეობისთვის მუშაობს და უყვარს ბარბადოსი როგორც საკუთარი სახლი",- ამბობს მოტლი.

თავად მომღერალი ამბობს, რომ თანამდებობით ძალიან ამაყობს.

"ძალიან ამაყი ვარ იმით, რომ შემიძლია მშობლიურ ქვეყანას ვემსახურო და მზად ვარ ავიღო ეს პასუხიმგებლობა. პრემიერმინისტრ მოტლისთან და მის გუნდთან მუშაობის დაწყებას მოუთმენლად ველი",- ამბობს პოპვარსკვლავი. 

აღსანიშნავია, რომ მომღერალი 2008 წლიდან ბარბადოსის კულტურის ელჩიცაა. 

კომენტარები