მართლმადიდებელი ეკლესია და სახელმწიფო

მეუფე ანტონი: უშიშროების საბჭოში, განათლების უწყებაში, ყველგან უნდა გვყავდეს წარმომადგენელი

რუსთავი 2

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი ამბობს, რომ საპატრიარქოს თავისი წარმომადგენელი ყველგან, მათ შორის უშიშროების საბჭოშიც უნდა ჰყავდეს. 

რუსთავი 2-თან ინტერვიუში მან თქვა, რომ ეს ინიციატივა შესაძლოა "გლახად ჟღერდეს", მაგრამ საჭიროა.

"ძალაუნებურად გამოვიდა ძალის ჩვენება, არა ისე, რომ ახლა ეკლესია შეიკრიბა და ახლა მთავრობას ჩვენ ძალას გაჩვენებთ, არა, ძალაუნებურად. თავისთავად გამოჩნდა ეკლესიის ძალა და მე სინოდშიც რამდენჯერმე პირადად დავსვი საკითხი, რომ იქნებ ჩვენ მივმართოთ მთავრობას რომ, როდესაც არის უშიშროების საბჭო, ისეთი საკითხები, რომელიც ეხება ერის ინტერესებს, სადაც ისინი ჩათვლიან საჭიროდ, ჩვენი წარმომადგენელიც უნდა ესწრებოდეს. განათლების სისტემაშიც, ყველგან ჩვენი წარმომადგენელი უნდა იყოს.

ეს შეიძლება, გლახად ჟღერდეს და ვიღაცას მკვეთრად მოხვდეს, მაგრამ, თუკი კარგად დაუკვირდება, ასეთი რამ რომ მოხდეს, პრევენციული ზომები რომ მივიღოთ, უკვე თავიდანვე ეცოდინებათ რაღაცნაირად, ვთქვათ, განათლების სამინისტროში ღებულობენ რაღაც პროექტს, მერე სულ ჯახი მოდის ჩვენთან. მოდი, იქვე იყოს ეკლესიის წარმომადგენელი, რომელიც მისცემს მიმართულებას,“ - თქვა მეუფე ანტონმა.

კომენტარები