მართლმადიდებელი ეკლესია და სახელმწიფო

მეუფე ანტონი ზურაბიშვილზე: მისი განცხადება პიროვნული შეურაცხყოფაც არის

shemoqmedi.ge

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა რუსთავი 2-ის ეთერში სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკა და თქვა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატს გაცნობიერებული არ აქვს ეკლესიის როლი სახელმწიფოში. 

მეუფე ანტონის უკმაყოფილებას ის განცხადება იწვევს, რომლითაც ზურაბიშვილმა ეკლესიის მხრიდან სახელმწიფოს საქმეებში ჩარევის დონე დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ. მან თქვა, რომ "არ შეიძლება, ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში" და რომ სასულიერო პირები "ერევიან იმაში, რაც არაა მათი საქმე და რაშიდაც არ უნდა ერეოდნენ". "როგორც პრეზიდენტი, როგორც პასუხისმგებელი ეკლესიის და სახელმწიფოს შორის კონკორდატის შესრულებაზე, მე ამაზე მექნება ძალიან ძლიერი პროტესტი, რადგან ეს არის დარღვევა ყველა იმ შეთანხმების, რაც არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიას და სახელმწიფოს შორის", - თქვა ზურაბიშვილმა 18 სექტემბერს ტელეკომპანია იმედის ეთერში. 

მეუფე ანტონმა თქვა: 

„ეს რაღაც შეურაცხყოფაა, პიროვნული შეურაცხყოფაც არის და ახლა მე ვერ გავმიჯნავ ჩემში, სად ზის მიტროპოლიტი და სად ზის პიროვნება. მე ამას ვერ გავმიჯნავ, ეს ერთად ერის შერწყმული. კოკასა შინა რაც არის, იგივე გადმოდინდება. არ გინახავს, რომ ადამიანს შეხედავ, არ მოგწონს და მიზეზზე ხარ რაღაც, დაახლოებით, გამოდის, რომ მასში ეკლესია საერთოდ არ ზის და როდესაც გონიერებას უხმობს, იცის, რომ ეს ცუდია და მალავს, მაგრამ როდესაც უკვე კონტროლის მარწუხებს გაუშვებს, მაშინ უკვე ის ამოდის,“ - თქვა მეუფე ანტონმა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს გაცნობიერებული არა აქვს ეკლესიის როლი სახელმწიფოს არსებობაში. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა მინდინარეობდეს

„სხვა რაღაც აწუხებს, სიძულვილის ტოლფასი იმიტომ, რომ გეუბნებით, ქალბატონმა სალომემ აბსოლუტურად ეკლესიის როლი არ იცის, არც წინა ისტორიაში, არც დღევანდელში, ნამდვილად ვერ ხედავს, მას როგორც გითხარი, ჰგონია, რომ ეს არის რაღაც ინსტიტუტი, რაღაც დანართი. ფაქტობრივად, ბრძოლა არის, გამოდის ეკლესიის წინააღმდეგ ეს ბრძოლა. ე.ი. შენ ეკლესია გინდა, კუთხეში დააყენო. აბა, რა არის ახლა ეკლესიის კუთხეში დაყენება,“ - ამბობს მეუფე ანტონი.

კომენტარები