მართლმადიდებელი ეკლესია და სახელმწიფო

მეუფე იაკობი: სალომე ზურაბიშვილს კანაფის დედოფალი იუმორით ვუწოდე

მეუფე იაკობი

მეუფე იაკობის თქმით, მან სალომე ზურაბიშვილს კანაფის დედოფალი იუმორით უწოდა. 

"თქვენ ალბათ უყურებდით მაგ ინტერვიუს და მე რაც მითხრეს, სათავეში ჩავუდგებიო საინფორმაციო კამპანიასო, იუმორით ვთქვი მერე მე ეგ. შეგიძლიათ გადაახვიოთ და ვიღიმები მე იქ ჩვეულებრივ", - უთხრა მეუფე იაკობმა ტვ პირველს. 

მეუფე იაკობმა 17 სექტემბერს რუსთავი 2-თან თქვა, რომ "არ იცის, ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდება თუ არა, მაგრამ "კანაფის დედოფალი" ნამდვილად გახდება", - თქვა მეუფე იაკობმა. ის პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ აპირებს, კანაფის შესახებ საინფორმაციო კამპანიას ჩაუდგეს სათავეში. 

კომენტარები