საბჭოთა კავშირი

CIA-მ ცივი ომის პერიოდში შეგროვებული საბჭოთა ხუმრობები გამოაქვეყნა

გორბაჩოვი და რეიგანი
Politico

ამერიკის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ცივი ომის პერიოდში შეგროვებული საბჭოთა ხუმრობები გამოაქვეყნა.

ორგვერდიანი დოკუმენტი, რომელიც მაშინდელი კონტრდაზვერვის დირექტორი მოადგილისთვისაა განკუთვნილი საბჭოთა კავშირში რეჟიმისა და ლიდრების შესახებ გავრცელებულ პოპულარულ ხუმრობებს შეიცავს.

გთავაზობთ მათ თარგმანს:

მუშა ალკოჰოლის მაღაზიის რიგში დგას. "ყელში ამოვიდა, ადგილი დამიკავე, გორბაჩოვის მოსაკლავად მივდივარ." ორი საათის შემდეგ ბრუნდება და რიგში საკუთარ ადგილს იკავებს. "მოკალი?" ეკითხება მეგობარი. "არა, იქ უფრო დიდი რიგი იყო."

რა განსხვავებაა გორბაჩოვსა და დუბჩეკს შორის? არაფერი, მაგრამ გორბაჩოვმა ეს ჯერ არ იცის.

წინადადება სკოლის მოსწავლის ესსედან - "ჩემმა კატამ შვიდი კნუტი გააჩინა. ისინი ყველა კომუნისტები არიან." წინადადება სკოლის მოსწავლის ესსედან შემდეგ კვირას - "ჩემი კატის შვიდივე კნუტი კაპიტალისტია." მასწავლებელმა მას შეახსენა, რომ გასულ კვირას მან დაწერა, რომ კნუტები კომუნისტები იყვნენ. "მაგრამ ახლა მათ თვალები გაახილეს." უპასუხა მოსწავლემ.

ჩუქჩას ეკითხებიან რას იზამდა საბჭოთა საზღვარი რომ გაეხსნათ. "ყველაზე მაღალ ხეზე ავძვრებოდი" უპასუხა მან. შეკითხვაზე, რატომ კი მიუგო "აქედან გაქცეულებს რომ არ გადავეთელე." შემდეგ მას ჰკითხეს რას იზამდა აშშ-ის საზღვარი რომ გაეხსნათ. "ყველაზე მაღალ ხეზე ავძვრებოდი." უპასუხა მან "რათა მენახა ის შეშლილი, ვინც პირველი შემოვიდოდა აქ!"

არხანგელსკში მოსმენილი ხუმრობის მიხედვით ხანძრის შემდეგ კაცი KGB-ში რეკავს. "ვერაფრით დაგეხმარებით. KGB ახლახანს გადაიწვა." 5 წუთის შემდეგ კვლავ რეკავს და კვლავ ეუბნებიან, რომ KGB გადაიწვა. მესამედ დარეკვისას ოპერატორმა ხმაზე იცნო და და უთხრა "რატომ აგრძელებთ რეკვას, ხომ გითხარით, რომ KGB გადაიწვა." "ვიცი" უპასუხა კაცმა "უბრალოდ ძალიან მსიამოვნებს ამის მოსმენა."

მატარებელი, რომლითაც ლენინი, სტალინი, ხრუშოვი, ბრეჟნევი და გორბაჩოვი მგზავრობენ უეცრად ლიანგადების დასრულების გამო გაჩერდა. ყველა ლიდერმა თავისებური გამოსავალი მოიფიქრა. ლენინმა მუშები და გლეხები შეკრიბა და ლიანდაგების დაგება დაავალა. სტალინმა მატარებლის ეკიპაჟი დახოცა, მაგრამ მატარებელი მაინც არ იძვრის. ხრუშოვმა დახოცილი ეკიპაჟი აღადგინა და მატარებლის უკან მოტოვებული ლიანდაგების წინ გადაგება ბრძანა. ბრეჟნევმა ფარდები ჩამოაფარა და სკამზე წინა და უკან რწევა დაიწყო, ვითომ მატარებელი მოძრაობს. გორბაჩოვმა ლოკომოტივის წინ აქცია მოაწყო შეძახილებით "ლიანდაგი არაა!" "ლიანდაგი არაა!"

ივანოვი: პერესტროიკის სამეციდიცინო მაგალითი მითხარი.

სიდოროვი: (ფიქრობს) მაგალითად, მენოპაუზა?

მოხუცი ქალი გორისპოლკომში (საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტი) შეკითხვით მიდის, მაგრამ, სანამ მივა ვიზიტის მიზანი დაავიწყდება. "პენსიაზე იყო?" ეკითხება წარმომადგენელი. "არა, თვეში 20 რუბლს ვიღებ, არაუშავს." უპასუხა მოხუცმა. "ბინაზე იყო?" "არა სამ ადამიანთან ერთად ვცხოვრობ კომუნალურ ბინაში, არამიშავს." უპასუხა მოხუცმა. უეცრად გაახსენდა: "ვინ გამოიგონა კომუნიზმი, კომუნისტებმა თუ მეცნიერებმა?" წარმომადგენელმა ამაყად უპასუხა "რა თქმა უნდა, კომუნისტებმა!" "ასეც ვფიქრობდი" თქვა მოხუცმა "მეცნიერებს რომ გამოეგონათ ჯერ ძაღლებზე გამოცდიდნენ."

ამერიკელი რუსს ეუბნება, რომ ამერიკა ისეთი თავისუფალია, შეუძლია თეთრი სახლის წინ დადგეს და იყვიროს "ჯანდაბამდე გზა ჰქონია რონალდ რეიგანს!" რუსი პასუხობს "ეგ რა არის, მეც შემიძლია კრემლის წინ დავდგე და ვიყვირო "ჯანდაბამდე გზა ჰქონია რონალდ რეიგანს!"

კაცი შედის მაღაზიაში და ეკითხება "ხორცი გაქვთ?" "არა" პასუხობს გამყიდველი "ჩვენ თევზი არ გვაქვს. ქუჩის გადაღმა რომ მაღაზიაა, ხორცი იქ არ აქვთ."

კაცი ცოლთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად მანქანით მგზავრობს. პოლიციამ გააჩერა და მამაკაცს საინდიკატორო მილში ჩაასუნთქა. "ხედავ?" ეუბნება პოლიციელი "მთვრალი ხარ." მამაკაცი აპროტესტებს, ამბობს, რომ ინდიკატორი გაფუჭებულია და პოლიციელს ეუბნება მის ცოლს ჩაასუნთქოს. ინდიკატორი აჩვენებს, რომ ისიც ნასვამია. კაცი ახლა ეუბნება მის შვილსაც ჩაასუნთქოს. როცა ინდიკატორი ბავშვზეც სიმთვრალეს აჩვენებს პოლიციელი მხრებს აიჩეჩავს. "ხო, ალბათ გაფუჭებულია." ამბობს ის და ოჯახს საკუთარ გზაზე გაუშვებს. როდესაც პოლიციელს ჩამოიტოვებენ კაცი ცოლს მიუბრუნდება "ხედავ? ხომ გითხარი არ აწყენდა ბავშვისთვის ხუთი გრამი არყის მიცემა."

ცნობილია, რომ საბჭოთა ხუმრობები უყვარდა რონალდ რეიგანს და საჯაროდაც ხშირად მოუყოლია.

კომენტარები