არჩევნები 2018

სააკაშვილი ზურაბიშვილზე: ევროპაზე უკეთესი წარმოდგენის ვიყავი, ახლა ვიცით იქაც ბევრი ნაგავია

ზოგადად ეს იყო უკიდურესად დაულაგებელი ქალბატონი, შუა ვიზიტებში სადღაც გაქრებოდა ხოლმე. რუსეთში ჩვენ ელჩზე კოტე კემულარიაზე მითხრა რომ მისი მოწამლვა უნდოდა. ერთხელ თქვა რომ მე გირგვლიანის გამო გადავდექიო, და გირგვლიანის ამბავი მოხდა მისი გადადგომიდან რამდენიმე თვეში. იძახიან რას ჩამოიყვანე ეს ქალი - საფრანგეთის ელჩი იყო საქართველოში, ქართველმა მიაღწია ელჩობას საფრანგეთში, მაშინ ევროპაზე ბევრად უკეთესი წარმოდგენის ვიყავი. ახლა გავერკვიეთ რომ იქაც ბევრი ნაგავია, მაგრამ მაშინ ასე გვეგონა. ამ ქალს ჰქონდა იდეალური ბიოგრაფია. თანაც სულ ჩუმად იყო და იღიმებოდა. ბედი ხომ უნდა რომ ესეთი გიჟი შეგვრჩენოდა ხელში.

ტელეკომპანია იბერიას ეთერში ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები