სუმო

ტოჩინოშინი იოკოძუნა ჰაკუჰოსთან დამარცხდა

Japan Times

აკი ბაშოს მეთორმეტე დღე ტოჩინოშინისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. ლევან გორგაძემ სუმოს ცოცხალ ლეგენდასთან - იოკოძუნა ჰაკუჰოსთან იბრძოლა და მიმდინარე ტურნირზე მე-5 მარცხი იწვნია. 

მრავალგზის რეკორდსმენმა მონღოლმა ქართველი ფალავანი სუკუინაგეს ილეთით დაამარცხა. გარკვეულწილად, ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ურთიერთშეხვედრებში ჰაკუჰოს ტოჩინოშინთან 25 მოგება და მხოლოდ ერთი მარცხი ჰქონდა.

ლევან გორგაძეს მოგება-წაგების ბალანსი 7:5-ზე აქვს. დარჩენილ 3 შეხვედრაში ერთი მოგებაც საკმარისია იმისთვის, რომ გორგაძემ ოძეკის ტიტული შეინარჩუნოს.

ხვალ, 21 სექტემბერს, ტოჩინოშინი შოდაის დაუპირისპირდება.

კომენტარები