სუმო

ტოჩინოშინი სუმოს რეიტინგში 14 საფეხურით დაწინაურდა

inside sport: japan

იაპონიის სუმოს ასოციაციის განახლებულ რეიტინგში ქართველი სუმოისტი, ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) 14 საფეხურით დაწინაურდა. 

ტოჩინოში ივლისის ბაშოზე დასავლეთის მე-11 მაეგაშირას წოდებით გამოდიოდა და 15-დან 10 ორთაბრძოლაში გაიმარჯვა, შესაბამისად, რეიტინგში დაწინაურდა და მომდევნო ბაშოზე დასავლეთის მე-4 მაეგაშირას წოდებით იასპარეზებს. 

შემდეგი სუპერტურნირი - აკი ბაშო იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში 13-27 სექტემბერს ჩატარდება.

კომენტარები