სუმო

ტრავმების გამო, ტოჩინოშინი ნაგოია ბაშოს ნაადრევად მოეხსნა

Japan Times

მხრისა და მუხლის ტრავმების გამო, ქართველმა ოძეკმა ლევან გორგაძემ ნაგოია ბაშოზე გამოსვლა ნაადრევად დაასრულა. 

“ვარჯიშის დროს, სერიოზულ ტკივილს ვგრძნობ. ეს დიდი იმედგაცრუებაა. იმედგაცრუებული და დამწუხრებული ვარ“, - განაცხადა ტოჩინოშინმა. 

ტურნირის დაწყებამდეც ცნობილი იყო, რომ ქართველს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. ამის გამო, მან ნაგოია ბაშოზე 5-დან 5 ბრძოლა წააგო.

ტოჩინოშინს ოძეკის სტატუსის დაცვა სექტემბრის ბაშოზე მოუწევს.

კომენტარები