არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაიშვილი

მამა ბართლომე: ნურავინ დაიბოლებს თავს, სასულიერო პირები აპოლიტიკურები არიანო

პოლიტიკაში ვმონაწიელეობთ ყველა, ერიც და ბერიც. ნურავინ დაიბოლებს თავს და ჩვენც ნუ დაგვაბლებს, სასულიერო პირები აპოლიტიკრები არიანო.

ასე არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაიშვილი პოლიტიკოსების განცხადებებს ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, არიან ან უნდა იყვნენ თუ არა სასულიერო პირები პოლიტიკაში ჩართულები. ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 18 სექტემბერს თქვა, რომ სასულიერო პირები "ერევიან იმაში, რაც არაა მათი საქმე და რაშიდაც არ უნდა ერეოდნენ", მონაწილეობენ საარჩევნო კამპანიაში და მას ექნება ძლიერი პროტესტი კონკორდატის შესრულებაზე. ევროპული საქართველოს წევრის, გიგა ბოკერიას თქმით კი, "საზოგადოების ნებისმიერ წევრს და მათ შორის სასულიერო პირებსაც სრული უფლება აქვთ პოზიცია ჰქონდეთ ნებისმიერ მიმდინარე მწვავე დისკუსიაში, მაგრამ ეკლესიას, როგორც ინსტიტუტს არ აქვს ვეტოს უფლება". 

კომენტარები