რომის პაპი ფრანცისკე

რომის პაპი: ქორწინებაში მყოფი წყვილებისთვის სექსი ტაბუ არ არის, ის ღვთის საჩუქარია

სექსი, სექსუალობა არის ღვთის საჩუქარია, ეს არ არის ტაბუ,- ამის შესახებ რომის პაპმა ფრენცისკემ თქვა. ის 17 სექტემბერს საფრანგეთში ახალგაზრდებს შეხვდა.

ვატიკანის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა აუდიტორიის ჩანაწერი, სადაც პაპი პასუხობს კითხვებს ისეთი საკითხების გადაჭრაზე, როგორიცაა: სიღარიბე, ევანგელიზაცია, სექსუალობა და სხვა.

„სქესობრივი ურთიერთობა ქორწინებაში მყოფი წყვილებისთვის არის საჩუქარი, რომელსაც  უფალი გვაძლევს. მას აქვს ორი მიზანი: სიყვარული და სიცოცხლის წარმოქმნა. ვნება, ეს არის მგზნებარე სიყვარული. ჭეშმარიტი სიყვარული კი მგზნებარეა. სიყვარული კაცსა და ქალს შორის, როდესაც ეს ვნებიანია, გაიძულებთ იყოს თქვენი სიცოცხლე მარადიული, სამუდამო და მისცეს მას თქვენი სხეული და სული. ღმერთმა კაცი და ქალი შექმნა თავის ხატად და მსგავსად და როდესაც ისინი შეერთდებიან ქორწინებაში, ისინი გახდებიან "ერთხორცნი“. ეს არის სექსუალობის სიდიადე და ასე უნდა ვისაუბროთ მასზე და ასე უნდა გვესმოდეს“,-თქვა პაპმა.

შეხვედრაზე რომის პაპმა პორნოგრაფია გააკრიტიკა და მას სიცრუის ინდუსტრიის ნაწილი უწოდა, რომელსაც სიყვარულთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„სისუსტეების და ჩავარდნების გამო, ადამიანები ხანდახან თავიანთ სექსუალურობას სიყვარულისგან განცალკევებულად და გასართობად იყენებენ“,- ამბობს პაპი.

კომენტარები