რომის პაპი ფრანცისკე

რომის პაპმა ფრანცისკემ ჟურნალისტები გააკრიტიკა

AP

რომის პაპმა ფრანცისკემ ის ჟურნალისტები გააკრიტიკა, ვინც ძველ სკანდალებს ეძებს და ახალი ამბებიდან სენსაციების მოწყობას ცდილობს. მისი თქმით ეს "სერიოზული ცოდვაა" და ყველას აზარალებს.

პაპმა ფრანცისკემ კათოლიკურ მედიას განუცხადა, რომ ჟურნალისტების მისია ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტურია დემოკრატიულ საზოგადოებებში და შეახსენა მათ, რომ მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია აუცილებლად სრული, სწორი და არა ცალმხრივი უნდა იყოს.

"არ უნდა ჩაცვივდეთ "კომუნიკაციის ცოდვაში" : დეზინფორმაციის ან მხოლოდ ცალმხრივი ინფრომაციის გავრცელებაში, ცილისწამებაში რისგანაც სენსაციებს აწყობენ, დისკრედიტაციაში, ძველი ამბების ძებნაში, რაც უკვე მოგვარებულია, და მათ ხელახალ გამომზეურებაში." თქვა მან.

კომენტარები