კორუფცია

"პოლიტიკურ კომენტარებს აღარ ვაკეთებ" - კვირიკაშვილი არ ამბობს, დაიბარეს თუ არა დაკითხვაზე

გიორგი კვირიკაშვილი
ქართული ოცნება

"პოლიტიკაში აღარ ვარ და პოლიტიკურ კითხვებს არ ვპასუხობ," - ასე უპასუხა ყოფილმა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ დაიბარეს დაკითხვაზე საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში.

"ძალიან დიდი ბოდიში, პოლიტიკურ კომენტარებს აღარ ვაკეთებ. პოლიტიკაში აღარ ვარ და არ ვაკეთებ კომენტარებს. მოვედი საფრანგეთის ელჩთან სტუმრად,“ - ამბობს კვირიკაშვილი.

ცნობისთვის, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე.

პროკურატურამ საქმეზე უკვე გამოკითხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე. 

კომენტარები