განათლების რეფორმა

ბახტაძე: ყველა სკოლა უნდა იყოს პრესტიჟული და არა რამდენიმე

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პრემიერმინისტრმა, დღეს, იყალთოს სამონასტრო კომპლექსში, განათლების რეფორმის ხედვა წარადგინა. მისი თქმით, ქვეყანაში არ უნდა იყოს რამდენიმე პრესტიჟული სკოლა, არამედ თითოეული სკოლა უნდა უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლეს სტანდარტებს. 

"ჩვენ საქართველოში არ გვსურს, ვიხილოთ რამდენიმე, ან თუნდაც რამდენიმე ათეული პრესტიჟული სკოლა. ყველა სკოლა საქართველოსი უნდა იყოს უმაღლესი სტანდარტის. რეფორმირებული სკოლა ორიენტირებული იქნება მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე, ინოვაციურობაზე, ინკლუზიურობაზე, ეროვნულ და კულტურულ ფასეულობებზე" - თქვა მამუკა ბახტაძემ იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის ხედვის წარდგენისას.

პრემიერმა აღნიშნა, რომ 2019 წელს სკოლებში სწავლის ახალი მოდელის დანერგვა დაიწყება. თავდაპირველად 50 სკოლაში მოხდება ამ მოდელის დანერგვა, ხოლო 2023 წლისთვის 2000-ზე მეტ სკოლაში სრულად იქნება დანერგილი ეს მოდელი. ბახტაძემ თქმით, მისი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტი განათლება, ახალგაზრდობა და ინოვაციებია.

კომენტარები