განათლების რეფორმა

მაღრაძე: დაახლოებით 30 წელია, განათლების დონე არ არის ისეთი, როგორიც ტრადიციულად გვეკადრებოდა

ჩვენი ხელისუფლებისთვის არა არის ცარიელი ლიტონი სიტყვა განათლება. ეს არის ღერძი ქვეყნის განვითარების და ყველას კარგად ესმის, რომ ხვალინდელი დღე დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორი იქნება განათლება. ლაპარაკი იმაზე, რომ განათლების ხარისხი დაბალია საქართველოში, ეს არის მაპატიეთ და ღია კარის მტვრევა. ყველა ვთანხმდებით ამაზე და დაახლოებით, 30 წელია მე უკვე მესმის და რეალურადაც ასეა, რომ განათლების დონე არ არის ისეთი, როგორიც ასე ვთქვათ, გინდა ტრადიციულად, ჩვენ გვეკადრებოდა და გინდა თანამედროვე მოთხოვნების მიხედვით უნდა იყოს. 

უმრავლესობის დეპუტატი გუგული მაღრაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები