განათლების სისტემაში სკოლა უნდა გახდეს დომინანტი. სკოლის სასწავლო პროგრამაში და სკოლის სასწავლო გეგმაში ეგ ყველაფერი გაწერილია. გაწერილია, როგორ უნდა მოხდეს ბავშვების შეფასება, რომ ეს არ უნდა იყოს საბოლოო გამოცდაზე, არამედ მთელი სასწავლო წლის პერიოდში უნდა მოხდეს. ამიტომ ჩვენი ამოცანაა, ამასთან ერთად დავეხმაროთ ყველანაირად სკოლებს, რომ დავუბრუნოთ ის ფუნქცია, რომ სკოლა ბოლომდე ასრულებდეს იმ ფუნქციას, რომელსაც ჰქვია ცოდნის ბოლომდე გადაცემა. ამ კომპონენტში მაქსიმალურად უნდა ვიმუშაოთ რომ გამოვრიცხოთ კორუფციის რისკები. მაგრამ ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვერ ჩავკეტავთ მომავალ განათლებას, მხოლოდ იმ იმედად, რომ კორუფციის რისკები მაქსიმალურად დავაზღვიოთ და არ დავუშვათ. ჩვენი ამოცანაა დავეზღვიოთ ყველანაირად, მაგრამ მივცეთ იმის შესაძლებლობა და ვენდოთ სკოლებს, ვენდოთ უბრალოდ ჩვენს მასწავლებლებს, რომ რეალურად მათ დაიბრუნონ ის ფუნქცია, რომელიც წლების განმავლობაში არ ჰქონია.
განათლების რეფორმა
ბატიაშვილი: სკოლებში მაქსიმალურად უნდა ვიმუშაოთ, რომ გამოვრიცხოთ კორუფციის რისკები
tbl.ge/3gpz
დაკოპირდა

განათლების მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების კითხვებს პასუხობს.
ამავე თემაზე
- მინდიაშვილი: განათლების რეფორმა უნდა ეკეროს ყველას პირზე, ისეთ მძიმე დღეში ვართ ამ მხრივ
- ბატიაშვილი: რეფორმა არ არის 1 გვერდზე დაწერილი რეცეპტი, რომელიც 1 დაავადებასაც არ შველის
- მაღრაძე: დაახლოებით 30 წელია, განათლების დონე არ არის ისეთი, როგორიც ტრადიციულად გვეკადრებოდა
- ბოკერია: სამიზნე რეპეტიტორები კი არა, ის უნდა იყოს, რომ მათ გარეშე ვერ იღებენ ბავშვები ცოდნას
- ნარჩემაშვილი: წარმოუდგენელია ქართულის ის დონე, რომელსაც ჩვენ ვხვდებით პირდაპირ ეთერში