განათლების რეფორმა

ბახტაძე: დავუბრუნდეთ ჩვენს ევროპულ ოჯახს, ეს არაა ვიღაცის დაკრულზე ცეკვა

ჩვენ დღეს მივისწრაფით, დავუბრუნდეთ ჩვენს ევროპულ ოჯახს, მაგრამ ეს არაა თვითმიზანი, ან ვიღაცის დაკრულზე ცეკვა. ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი, ჩვენი საზოგადოების შინაგანი გაძლიერების გზა, რომელიც ჩვენ საუკუნეების წინ ავირჩიეთ. მინდა, ჩემი მიმართვა დავასრულო კვლავაც ილია ჭავჭავაძის სიტყვებით, საქართველოში ევროპული განათლებისა და საერთოდ, ევროპულობის დამკვიდრების დიდი ქომაგის სიტყვებით: "სხვა არაფერი გაუსწორებს ომს ცოდნასა, თუ არა ისევ ცოდნა, სხვა ვერაფერი გვიხსნის სიღარიბისგან, თუ არა ის ხერხი, ის უნარი, ის ძალ-ღონე, რომელსაც მარტო ცოდნა და სწავლა-განათლება იძლევა

პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე, განათლების რეფორმაზე.

კომენტარები