განათლების რეფორმა

ბახტაძე: მასწავლებლების საშუალო ხელფასი 2022 წლიდან სამჯერ გაიზრდება

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის, თქმით, განათლების რეფორმის ფარგლებში, იგეგმება პედაგოგებისთვის ხელფასის გაზრდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ საჯარო სკოლებში მომუშავე მასწავლებლების ხელფასი 2022 წლიდან სამჯერ გაიზრდება, ხოლო 10 000 პედაგოგი 2018-2019 წლების სასწავლო წლის განმავლობაში უკვე გაზრდილს ხელფასს მიიღებს.

"პირველ ეტაპზე, 2018-2019 წლების სასწავლო წლის განმავლობაში, გაზრდილ ხელფასს მიიღებს დაახლოებით 10 000 მასწავლებელი, ხოლო 2022 წლისთვის, საჯარო სკოლებში, ჩვენი ამოცანაა, რომ დასაქმებული მასწავლებლების საშუალო ხელფასი გაიზარდოს სამჯერ" - თქვა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, დღეს, იყალთოს სამონასტრო კომპლექსში, განათლების რეფორმის ხედვა წარადგინა. მამუკა ბახტაძის თქმით, მისი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტი განათლება, ახალგაზრდობა და ინოვაციებია.

კომენტარები