განათლების რეფორმა

პრემიერმა იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის ხედვა წარადგინა

საქართველოს პრემიერმინისტრმა იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის ხედვა წარადგინა. მამუკა ბახტაძის თქმით, მისი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტი განათლება, ახალგაზრდობა და ინოვაციებია.

„დღეს ჩვენი ქვეყანა დგას მრავალი გამოწვევის წინაშე: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეკონომიკური განვითარება, სიღარიბის დაძლევა, სოციალური პრობლემები და ბევრი სხვა. ყველაზე ღირსეული პასუხი ამ გამოწვევებზე არის განათლებული საქართველო. განათლების სისტემის მოდერნიზაცია, ძლიერი და საფუძვლიანი განათლების სისტემის შექმნა და მისი ამოქმედება არის მთავარი წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველომ ეს დაბრკოლებები დაძლიოს. მე განვაცხადე, რომ ჩემი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტია განათლება, ახალგაზრდობა და ინოვაციები. შესაბამისად, დღეს ჩემთვის არის უმნიშვნელოვანესი და ძალიან ემოციური დღე. ბევრმა თქვენგანმა იცის,  რამდენად მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის განათლების რეფორმის გატარება.   გპირდებით, ამ უმნიშვნელოვანეს რეფორმას ბოლომდე მივიყვანთ და მოვიტანთ იმ შედეგს, რომელსაც საქართველო ნამდვილად იმსახურებს. სწორედ ამიტომ დღეს აქ, ამ წმინდა ადგილას, იყალთოს აკადემიის კედლებში ჩვენ - მე და ჩემი გუნდი - წარმოგიდგენთ განათლების რეფორმის ხედვას,“ - თქვა მამუკა ბახტაძემ.              

კომენტარები