განათლების რეფორმა

პრემიერი განათლების რეფორმის ხედვას იყალთოს სამონასტრო კომპლექსში წარადგენს

ხვალ, 14 სექტემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე განათლების რეფორმის ხედვას იყალთოს სამონასტრო კომპლექსში წარადგენს. ანონსს პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, განათლების რეფორმა, რომელიც პრემიერმა ქვეყნის განვითარების სტრატეგიულ პრიორიტეტად გამოაცხადა, შემდეგი ხუთივე მიმართულებით გატარდება: ადრეული და სკოლამდელი განათლება; ზოგადი განათლება; პროფესიული განათლება; უმაღლესი განათლება და მეცნიერება. 

პრემიერის პრესსამსახურის ცნობითვე, რეფორმის არსს საზოგადოებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი გააცნობს დეტალურად.  

კომენტარები